შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის 14 ნომერთან, მწვანე სივრცის დასაცავად გამართული აქციის ოთხი მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, წვრილმანი ხულიგნობისა და 173-ე, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს.
ინფორმაცია ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
ამ დროისათვის, აქცია დასრულებულია. შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის 14 ნომერთან მოქალაქეები მწვანე სივრცის დასაცავად აქციას მართავდნენ – მოსახლეობა გარეთ სტადიონისთვის განკუთვნილი ადგილის დასაცავად დღეს, მას შემდეგ გავიდა, რაც ამ ადგილის შემოსაღობად და მშენებლობისთვის მოსამზადებლად რკინის მასალები მიიტანეს.