LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დიდება ჩვენს გმირს, რომელმაც ქართული გაუტეხელი სულის არნახული მაგალითი დაგვიტოვა” – დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა

100
1

“დიდება ჩვენს გმირებს და დიდება ჩვენს გმირს – გიორგი ანწუხელიძეს, რომელმაც, მართლაც, თავდადების და თავგანწირვის, ვაჟკაცობის, ქართული გაუტეხელი სულის არნახული მაგალითი დაგვიტოვა.” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც ქედაში, “ქართული ოცნების” ქედის მერობის კანდიდატის წარდგენის დროს სიტყვით გამოსვლა 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ტექსტით დაიწყო.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, სწორედ გიორგი ანწუხელიძის ქვეყანა არის საქართველო და არა ლაჩრების და მოღალატეების, რომლებმაც ლაჩრულად მიატოვეს  თავისი ჯარისკაცები, ქვეყანა და ხალხი აგვისტოს ომში:

“მივესალმები ქედას და ქედელებს. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, პირველ რიგში, თქვენი ერთგულებისთვის, გვერდში დგომისთვის. სწორედ თქვენი გვერდში დგომით, ჩვენმა დიდმა ოჯახმა, ჩვენმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ” 7 გამარჯვებას მიაღწია ბოლო 7 არჩევნებში. ახლა ვემზადებით, რომ მე-8 არჩევნებში ასევე ღირსეულად და დამაჯერებლად გავიმარჯვოთ.

მე მინდა, რომ დღევანდელი გამოსვლა დავიწყო ჩვენი ეროვნული გმირის და ჩვენი სიამაყის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღის მილოცვით. დიდება ჩვენს გმირებს და დიდება ჩვენს გმირს, გიორგი ანწუხელიძეს, რომელმაც, მართლაც, თავდადების და თავგანწირვის, ვაჟკაცობის, ქართული გაუტეხელი სულის არნახული მაგალითი დაგვიტოვა და მართლაც ღირსეულად ჩაეწერა საქართველოს ისტორიაში, გმირების ისტორიაში. სწორედ გიორგი ანწუხელიძის ქვეყანა არის საქართველო და არა ლაჩრების და მოღალატეების, რომლებმაც ლაჩრულად მიატოვეს ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი აგვისტოს ომში, ლაჩარმა სააკაშვილმა.” – თქვა ღარიბაშვილმა.

დღეს გიორგი ანწუხელიძეს 37 წელი შეუსრულდებოდა. უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის ომის დროს, 9 აგვისტოს, მოწინააღმდეგეებს ტყვედ ჩაუვარდა. ანწუხელიძე წამების შემდეგ, ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g