LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდებს მოცდა უწევთ: დიკაპრიოს ბექჰემმა მიულოცა

34

დევიდ ბექჰემმა ლეონარდო დიკაპრიოს ”ოსკარის” მიღება მიულოცა.

ლეგენდარული ფეხბურთელი, ნახევარი საქართველოს (და რადიოჰოლდინგ ”ფორტუნას” ორი მესამედის) არ იყოს, ბედნიერია, რომ ლეომ ბოლოს და ბოლოს მიიღო სანუკვარი ჯილდო.

”ზოგჯერ დიდ ადამიანებს მოცდა უწევთ ხოლმე. გილოცავ ლეო”, – დაწერა ბექჰემმა ინსტაგრამზე.

რა შეხსენება უნდა, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ დიკაპრიომ ”ოსკარი” მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო ფილმისთვის ”გადარჩენილი” (იგივე ”რევენანტი”).
არადა, ლეო კარიერის განმავლობაში 6-ჯერ იყო უშედეგოდ ნომინირებული ”ოსკარზე”.

დიკაპრიომ სახელი გაითქვა ისეთი ფილმებით, როგორებიცაა ”ტიტანიკი”, ”სანაპირო”, ”დამიჭირე თუ შეგიძლია”, ”დასაწყისი”, ”სისხლიანი ალმასი”, ”ჯანგო გათავისუფლებული”, ”უოლ-სტრიტის მგელი” და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები