პიანისტი, ბერკლის კურსდამთავრებული და ასოცირებული პროფესორი, გიორგი მიქაძე პლანეტის ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური დაჯილდოების, „გრემის“ ჟიურის წევრი გახდა. ამის შესახებ თავად წერს სოციალურ ქსელში:
„დიდი ამბავი! სიხარულით და დიდი პატივისცემით გიზიარებთ, რომ ოფიციალურად გავხდი „გრემის“ ჟიურის წევრი – Recording Academy-ის წევრი!
ეს ნიშნავს, რომ უკვე მაქვს შესაძლებლობა, „გრემის“ ჯილდოზე ხმის მიცემის, მუსიკოსების მხარდაჭერის და ჩემი ჩანაწერების წარდგენის „გრემიზე“. წინ სრული სვლით!“