დიდმა ბრიტანეთმა წითელი ნუსხიდან 47 ქვეყანა ამოიღო, მათ შორისაა საქართველოც, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ ქვეყანაში მოგზაურობა გამარტივდება.
უფრო კონკრეტულად კი, 11 ოქტომბრიდან, დიდი ბრიტანეთის მთავრობა წითელი ნუსხიდან ამოღებული 47 ქვეყნიდან მოგზაურებს დაუშვებს. აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებს (მათ შორის – საქართველოს მოქალაქეებს) ინგლისში მოგზაურობისას სავალდებულო კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ.
ცნობისთვის, ინგლისში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასვლის მსურველი მოგზაურებისთვის წესებისა და შეზღუდვების გადახედვა ყოველ სამ კვირაში ერთხელ ხდება.
