LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის

123
ლიზ ტრასი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის. აღნიშნული განცხადება ტრასმა ვაშინგტონში, ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დიდი ბრიტანეთი არ მიისწრაფვის უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადებისკენ, რადგან ეს ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირ კონფრონტაციას გამოიწვევს.

„ცის დასაცავად საუკეთესო საშუალება საჰაერო თავდაცვის სისტემაა, რომელსაც დიდი ბრიტანეთი უკრაინას მიაწვდის.

ჩვენ გავაოცეთ პუტინი ჩვენი ერთიანობით და ჩვენი სანქციების სიმკაცრით, რომელიც ბანკებს, გემებს, თვითმფრინავებს, ოლიგარქებსა და ნავთობისა და გაზის სექტორს ურტყამს. ახლა დანებების დრო არ არის. პუტინი უნდა დამარცხდეს“, – აღნიშნა ლიზ ტრასმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g