LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ბრიტანეთი უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გაგზავნას განიხილავს

73
ჯონსონი და ზელენსკი

დიდი ბრიტანეთი უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გაგზავნას განიხილავს. აღნიშნულთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრეს.

BBC-ის ინფორმაციით, ტელეფონით საუბრისას ორი ქვეყნის ლიდერებმა უკრაინის სამხედრო საჭიროებებზე ისაუბრეს.

„ლიდერებმა ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენები და უკრაინის შეიარაღებული ძალების მოთხოვნები განიხილეს, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის თავიდან ასაცილებლად, გრძელ მანძილზე მოქმედი შეიარაღებით უზრუნველყოფა”, – განაცხადა ,,დაუნინგ სტრიტის“ წარმომადგენელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g