LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის მოთხოვნით მანჩესტერში აქცია გაიმართა

93

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის მოთხოვნით ათასობით ადამიანი მანჩესტერის ქუჩებში გამოვიდა. აქცია მმართველი „კონსერვატიული პარტიის“ ყრილობის პარალელურად მიმდინარეობდა, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ „ბრექსიტი“ იყო.

მონაწილეები ქვეყნის პრემიერმინისტრს ევროპასთან ახლო ურთიერთობების შენარჩუნებას სთხოვდნენ, ნაწილი კი ტერეზა მეის გადადგომას მოითხოვდა.

აქციის მონაწილეებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა გამართეს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მიტინგში 30 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g