სოციალურ ქსელში ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია კონსერვატორიის პროფესორის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ათწლეულების მანძილზე კონსერვატორიის მუსიკის თეორიის მიმართულების ხელმძღვანელის, ვანო ჟღენტის გარდაცვალების შესახებ.
ანსამბლი „რუსთავი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ვანო ჟღენტის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და საქართველოს მუსიკალურ საზოგადოებას.
„ბატონი ვანოს გარდაცვალება ძალიან დიდი დანაკლისია ქართული კულტურისთვის.
ანსამბლი “რუსთავი” ღრმა მწუხარებას გამოხატავს ბატონი ვანო ჟღენტის გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და საქართველოს მუსიკალურ საზოგადოებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამძიმრის წერილს აქვეყნებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია:
„ბატონი ვანო კონსერვატორიაში ფაქტობრივად რეკორდული – 64 წლიანი, მათ შორის მუსიკის თეორიის კათედრაზე 55 წლიანი, ხოლო ამავე მიმართულების ხელმძღვანელად 30 წლიანი სტაჟის მქონე გახლდათ.
გასვენება – 6 მაისი, 14:00 საათზე.
მისამართი: დიდი დიღომი, დემეტრე თავდადებულის #2, II სადარბაზო, VI სართული“