თბილისში, დიდი დიღომში ტექნიკის საწყობში გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად 1 800 კვ/მ ფართობია დამწვარი – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საწყობში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
“მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან გამოიყვანეს 1 მოქალაქე, რომელიც გადაყვანილია სტაციონარში. ასევე, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული შენობიდან უვნებლად გამოიყვანეს და გადაარჩინეს 2 ლეკვი. ადგილზე მუშაობდა 23 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი,” – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.