LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დიდი იმედი მაქვს, რომ გაჩნდება ეტიოტროპული წამლები, რომელიც უშუალოდ კორონავირუსზე მოქმედებს” – ამირან გამყრელიძე

201
amirani

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი კორონავირუსის დამარცხებაზე მაშინ ისაუბრებს, როცა მოსახლეობის 70% აიცრება. დღეს ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ შეზღუდვების შემსუბუქება ვირუსზე გამარჯვებას არ ნიშნავს. მან იმედი გამოთქვა, რომ გამოჩნდება წამლები, რომლებიც უშუალოდ კოვიდ 19-ზე მოქმედებს.

„კიდევ ერთხელ მინდა, მოსახლეობას ვთხოვო – არ დავიჯეროთ, რომ რადგან მსუბუქდება შეზღუდვები, ჩვენ დავამარცხეთ კორონა და ვირუსი აღარ არის. არა, დღევანდელი 600 შემთხვევა საქართველოსთვის ბევრია. არ არის 5000, მაგრამ პატარა საქართველოსთვის ბევრია. ამიტომ სლოგანი – ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად, კარგა ხანს იქნება. მაგრამ თანაცხოვრება ნიშნავს, რომ პარალელურად ჩვენ ყველა ვემორჩილებით იმ წესებს, რასაც ჯანდაცვის სფერო მოსახლეობას მოუწოდებს.

კორონავირუსი დამარცხდება მაშინ, როდესაც მოსახლეობის დაახლოებით 70% აიცრება. როდესაც გაჩნდება, და დიდი იმედი მაქვს, რომ გაჩნდება უკვე მაისი-ივნისში, ამის წინასწარი მონაცემები არის, ეტიოტროპული წამლები, რომელიც უშუალოდ კორონავირუსზე მოქმედებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აუცილებელი იქნება ყველაზე მარტივი საშუალების, პირბადის ტარება“,– განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g