15 წლიანი პაუზის შემდეგ, კერი ჰილსონი ახალ დისკს გამოუშვებს. ამერიკელი მომღერალის მესამე სტუდიური ალბომის რელიზი, 18 აპრილს შედგება. ფირფიტას We Need to Talk ჰქვია, რომლის მთავარი ჩანაწერი – Bae, 27 მარტს დარელიზდა.
აღსანიშნავია, რომ არტისტი მომავალ ლონგფლეიზე მუშაობის დაწყებას ჯერ კიდევ 2011 წლიდან აანონსებდა, თუმცა ამ დრომდე პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა, რის მიზეზებზეც მას არ უსაუბრია.
მუსიკალური კარიერის დასაწყისში, კერი ჰილსონი ცნობილი კოლაბორაციებით გახდა, რომელთა შორისაა 2007 წლის ჰიტი – The Way I Are. მისი სადებიუტო სტუდიური ალბომი – In a Perfect World… 2009, ხოლო მეორე – No Boys Allowed, 2010 წელს გამოვიდა. შემსრულებელმა მუსიკალურ ასპარეზზე გამოჩენისთანავე, ,,გრემის” ორი, მათ შორის ,,საუკეთესო ახალი არტისტის” ნომინაცია მიიღო.