LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი მადლობა „ქართულ ოცნებას“ იმისათვის, რომ მომცა საშუალება ვყოფილიყავი სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილე“ – ზურა ხაჩიძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა

203
ზურა ხაჩიძე

სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის მოადგილემ, ზურა ხაჩიძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს და მადლობას უხდის „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ 2019 წლიდან დღემდე აღნიშნულ თანამდებობას იკავებდა.

„დილიდან ვაპირებდი დამეწერა სტატუსი და ამ დრომდე ვერ მოვახერხე…

პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პარტია “ქართულ ოცნებას“, იმისათვის რომ მომცა საშუალება 2019 წლიდან დღემდე, ვყოფილიყავი სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილე.

ასევე მადლობა უმაგრეს ადამიანს ბესიკ ამირანაშვილს, მასთან ერთად და მისი დახმარებით სახელმწიფო სამსახურში ყოფნის პერიოდში ფასდაუდებელი გამოცდილება შევიძინე. აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო. მადლობა ყველას, ვინც მომცა საშუალება, მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი რეგიონისთვის!

მადლობა თითოეულ ჩემს თანამშრომელს გვერდით დგომისთვის. რეგიონის კეთილდღეობისთვის და განვითარებისთვის, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებდი და მომავალშიც გავაკეთებ.

წარმატებებს ვუსურვებ ამჟამინდელ რწმუნებულს ბატონ ზაალ გელაშვილს!

ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო „ქართულ ოცნების“ რიგითი
წევრი და მხარდამჭერი.

ღმერთი ფარავდეს, ჩემთვის საამაყო რეგიონს და სრულიად საქართველოს!“, – წერს ზურა ხაჩიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g