LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი მადლობა ყველას, განსაკუთრებით ჩემს ემიგრანტებს, რომლებიც ასე მაგრად მგულშემატკივრობდნენ და ყოველთვის მიდგანან გვერდში…“ – რა თქვა ნუცა ბუზალაძემ ნახევარფინალური შოუს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე

221
ნუცა ბუზალაძე

„ჩემი ოცნება იყო, საქართველო გასულიყო ფინალში შვიდი წლის შემდეგ, ბედნიერი ვარ,“ – ამის შესახებ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელმა, ნუცა ბუზალაძემ ნახევარფინალური შოუს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვიდეო: ნუცა ბუზალაძის შთამბეჭდავი გამოსვლა ,,ევროვიზიის” კონკურსზე

„დიდი მადლობა ყველას, რომ მენდნენ. ვგრძნობდი ენერგიას სცენაზე. მადლობა, რომ დამაჯერეთ, რომ ოცნებები ნამდვილად ხდება. ჩემი ოცნება იყო, საქართველო გასულიყო ფინალში შვიდი წლის შემდეგ. ბედნიერი ვარ.

ამაყი ვარ ჩემი ქვეყნით, საქართველოთი. ამაყი ვარ, რომ ქართველი ვარ. მინდოდა, მეჩვენებინა ის ცეცხლი, რომელიც ქართველებშია. სცენაზე ვგრძნობდი ჩემი ქვეყნიდან ენერგიას, მიყვარს ჩემი ქვეყანა. ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა ამ ნომერზე და ყველას დიდი მადლობა ასე მუშაობისთვის.

როდესაც ასე მუშაობ, ეს შრომა ყოველთვის შედეგის მომტანია. ეს იყო ჩემი ოცნება“, – განაცხადა ნუცა ბუზალაძემ პრესკონფერენციაზე.

🇬🇪 „სცენაზე ვგრძნობდი ენერგიას ჩემი ქვეყნიდან, მიყვარს ჩემი ქვეყანა"

🇬🇪 „სცენაზე ვგრძნობდი ენერგიას ჩემი ქვეყნიდან, მიყვარს ჩემი ქვეყანა" | ნუცა ბუზალაძემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა

Posted by პირველი არხი on ხუთშაბათი, 09 მაისი, 2024

ამასთან, მომღერალმა ქართველ ემიგრანტებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდოდა ყველასთვის ძალიან დიდი მადლობა გადამეხადა, მაგრამ განსაკუთრებით ჩემი ემიგრანტებისთვის, რომლებიც ასე მაგრად მგულშემატკივრობდნენ და ყოველთვის მიდგანან გვერდში…“ – აღნიშნა ნუცა ბუზალაძემ.

„ძალიან მინდა საქართველომ უმასპინძლოს ევროვიზიას მომავალ წელს! რაც გინდა მეძახეთ ახლა! არავის შევტენილვარ და არც ვეტენები არასდროს, ჩემი ქვეყნის წარმატება ყოველთვის გამიხარდება… პ.ს არა რუსეთს! არა რუსულ კანონს!“ – ნინი შერმადინი

ევროვიზია 2024-ის მეორე ნახევარფინალი გუშინ გაიმართა, რომელზეც 16 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა მაყურებლის წინაშე. საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე მე-11 ნომრად გამოვიდა და საკონკურსო სიმღერა Firefighter შეასრულა.

მაყურებლის გადაწყვეტილებით საქართველოსთან ერთად ფინალში კიდევ ცხრა ქვეყანა გადავიდა: ლატვია, ავსტრია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ისრაელი, საბერძნეთი, ესტონეთი, შვეიცარია, სომხეთი. წლევანდელი წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის მიცემაში ჟიური არ მონაწილეობს.

11 მაისს, ევროვიზია 2024-ის ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს.

🇬🇪 „მიყვარხარ საქართველო" | ნუცა ბუზალაძის ცეცხლოვანი გამოსვლა ევროვიზიის სცენაზე

🇬🇪 „მიყვარხარ საქართველო" | ნუცა ბუზალაძის ცეცხლოვანი გამოსვლა ევროვიზიის სცენაზე

Posted by პირველი არხი on ხუთშაბათი, 09 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები