ჰამბურგში ლიდერები G20 სამიტის ფარგლებში ბოლო შეხვედრისთვის ემზადებიან. ოფიციალური პირები ცდილობენ, მოლაპარაკებები აწარმოონ აშშ-სთან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ვაჭრობა და კლიმატის ცვლილება.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომელიც ჰამბურგის სამიტს მასპინძლობს, განაცხადა, რომ მოლაპარაკებები “ძალიან რთულად” მიმდინარეობს.
კომპრომისის მიღწევის მცდელობისთვის საუბრები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.
პარალელურად, ჰამბურგის ქუჩებში, ძალადობრივი საპროტესტო აქციები გრძელდება.
G20 19 როგორც განვითარებული, ასევე განვითარებად ქვეყანას აერთიანებს და მოიცავს ასევე, ევროკავშირსაც.
ვინ არიან ჰამბურგის აქციის მონაწილეები?
ჰამბურგში ქუჩებში, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე ანარქისტები არიან შეკრებილები. ისინი მსოფლიოში მიმდინარე არასამართლიან პროცესებს აპროტესტებენ, ყველა მათგანს სხვადასხვა საკითხი აწუხებს ( რუსეთის შეჭრა სირიაში, ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომელიც გარემოს კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებს, თურქეთში მიმდინარე პროცესები, გლობალური სიმდიდრის უთანასწორობა და ა.შ.), თუმცა აერთიანებთ ის აზრი, რომ G20 სამიტზე შეკრებილები, არ იღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მიმდინარე პროცესებს გამოასწორებს.
სიტუაცია გაამწვავა იმ ფაქტმაც, რომ შეხვედრამდე 2 დღით ადრე დაწყებულ აქციებს არ გამოეხმაურნენ მსოფლიო ლიდერები.
პოლიციელები ამბობენ, რომ პროტესტს სხვადასხვა ქვეყნებიდანაც უერთდებიან.
მშვიდობიანი პროსტესტი არეულობაში ხუთშაბათს გვიან ღამით გადაიზარდა.
ანტიკაპიტალისტების ჯგუფებმა, რომლებსაც ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტის ჩაშლა სურთ.სცადეს გადასულიყვნენ სამიტის შენობასთან ახლოს მდებარე „წითელ ზონაში“, რომელიც სამართალდამცველებს აქვთ ბლოკირებული.
მანიფესტანტები თავს დაესხნენ პოლიციის მანქანებს, ესროლეს ბოთლები და მაშხალები, დაშავდა 200-მდე პოლიციელი.
სამართალდამცველებმა ათობით მომიტინგე დააპატიმრეს.
მერკელმა განაცხადა, რომ მას შეუძლია მიიღოს მშვიდობიანი პროსტესტი, თუმცა დემონსტრანტები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მშვიდობას, “მიუღებელია”.