ბრიტანული The Rugby Paper-ის მიმომხილველი პიტერ ჯეკსონი სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად, “ექვსი ერის” ორგანიზაციამ დაიწყო მუშაობა “ექვსი ერის” ტურნირსა და ერთა თასს შორის გავარდნა-შემოსვლის სისტემის შემუშავებაზე.
სისტემის ამუშავება საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი კარგი თამაშისა და იტალიელთა არცთუ დამაჯერებელი გამოსვლის გამო შეიძლება მოხდეს.
რა თქმა უნდა, ეს “ექვსი ერის” მთლიანი სტრუქტურის რადიკალურ ცვლილებას გამოიწვევს. სხვათა შორის, “მსოფლიო რაგბის” ახალმა შეფმა ბილ ბიმონტმა “ექვს ერს” უკვე ურჩია ტურნირის თებერვლიდან აპრილში გადმოტანა.
ჯეკსონის ინფორმაციით, ორგანიზატორები განიხილავენ ტურნირში ქულათა დარიცხვის სისტემის შეცვლასაც, ბონუს ქულების შემოღებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, მთავარი სიახლე გავარდნა-შემოსვლის სისტემის ამუშავება იქნება.
ჯეკსონს წყარო ატყობინებს, რომ “ექვსი ერის” მონაწილე ქვეყნებიდან უელსი და შოტლანდია ძირეული ცვლილებების მომხრენი არიან.