ლეო ანთაძე „ფორმულას“ ეთერის სტუმარი იყო. მსახიობმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა რობიკო სტურუას პოზიციაზე.
„მსახიობები ძალიან აჯანყდნენ. მათ ხმა მართლაც ვაჟკაცურად ამოიღეს.. დიდი რეჟისორია რობიკო სტურუა, მაგრამ რატომ აკეთებს ამას, არ მესმის. ვგმობ მის პოზიციას, არასწორია. „ხელოვანი არ უნდა ჩაერიოს“, პოლიტიკაშიო. აბა, ვინ უნდა ჩაერიოს. ასეთ უსამართლობაში. ხელოვანის ფუნქციაა, რომ უსამართლობას ებრძოლოს.
რობიკო სტურუა: „რუსთაველის ეროვნული თეატრი არის ხელოვნების ტაძარი და ის არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა, მისი მოვალეობაა არ ჩაერიოს პოლიტიკაში“
„რამდენიც არ უნდა იდავონ პოლიტიკურმა ძალებმა, რუსთაველის ეროვნული თეატრი უნდა დარჩეს, როგორც ერის ტაძარი, ერის სულის სიწმინდის მატარებელი“