LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი საქმეები წინააღმდეგობის გარეშე არ კეთდება – ირაკლი კობახიძე

108

“დიდი საქმეები წინააღმდეგობის გარეშე არ კეთდება. მთელი შტურმი ვიხილეთ ამ საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რიგგარეშე სესიაზე განაცხადა.

თუმცა, ჩვენ ეს დავძლიეთ და ამას ჰქონდა ერთი მარტივი მიზეზი – ჩვენ გვამოძრავებდა რწმენა, რომ ვაკეთებდით სწორ საქმეს. ჩვენ გვახსოვს, სადამდე მიიყვანა დამახინჯებულმა კონსტიტუციაებმა საქართველო. თქვენ გახსოვთ 1995 წლის კონსტიტუცია, 2004 წლის რედაქცია და 2010 წლის ცვლილებების მიზანი რა იყო და სადამდე მიგვიყვანა ამ ყველაფერმა.  ჩვენ გამოვიარეთ ავტოკრატიული რეჟიმები და მისი მთავარი საყრდენი იყო არადემოკრატიული კონსტიტუციები, რომელიც ჩვენ გადმოგვცა მემკვიდრეობით ნაციონალურმა მოძრაობამ,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რიგგარეშე სესია, სადაც საკონსტიტუციო პროექტს განიხილავდნენ, “ევროპულმა საქართველომ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” დატოვა. პარლამენტის შენობასთან კი პროექტი ოპოზიციურმა პარტიებმა აქციით გააპროტესტეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g