მეგა პროექტი “დიდი სცენა” ქასთინგებს აუქმებს. როგორც ირკვევა, 12, 13, 14 და 15 მარტს ჩანიშნული ქასთინგები კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით უკვე გაუქმდა. სამაგიეროდ, პროექტში მონაწილეობის მსურველებს ონლაინ შეეძლებათ ვიდეოს გაგზავნა.
“თუ უკვე შეგისრულდა 16 წელი, თუ ფიქრობ, რომ შენი ადგილი დიდ სცენაზეა, იმღერე შენთვის სასურველი ნებისმიერი სიმღერა გადაიღე ვ ი დ ე ო და საკონტაქტო ნომერთან ერთად გამოგვიგზავნე პირად შეტყობინებაში.
ქასთინგის ბოლო ვადა 20 მარტია,”-წერია განცხადებაში.
