LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დიდი სცენის” მორიგი ტურის ლიდერი ლევან ყანდიაშვილია

2939
levankandshvllnewsss

“დიდი სცენის” მეორე ლაივკონცერტის ლიდერი ლევან ყანდიაშვილი გახდა. მან პოპულარული მუსიკალური მეგაპროექტის სცენაზე შეასრულა რეი ჩარლზის ცნობილი სიმღერა Say No More, რითაც ჟიურისგან 37 ქულა, ხოლო მაყურებლისგან საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა, რის შედეგადაც ტურის ლიდერი გახდა.

რაც შეეხება ბოლო სამ ადგილს, კონკურსანტებიდან ყველაზე დაბალი შეფასება თემო კახელიშვილმა, ალბინა ჯანელიძემ და გიორგი გასვიანმა მიიღეს. ჟიურიმ თავის რჩეულად თემო კახელიშვილი დაასახელა, შეგახსენებთ, სწორედ ის იყო წინა ტურის აუთსაიდერი, მაგრამ მაყურებელმა გადაარჩინა, ახლა კი მისი პროექტში დარჩენის ბედი ჟიურიმ გადაწყვიტა.

19 ივლისს, მორიგ ლაივკონცერტზე, ალბინა და გიორგი დასაწყისში დუეტს შეასრულებენ და მაყურებელი გადაწყვეტს, რომელი მათგანი დატოვებს პროექტს.

აუთსაიდერებისთვის ხმის მიცემა შეგიძლიათ მესამე ლაივის დაწყებისთანავე. დუეტის შესრულების დროს, ხმის მიცემა შეგიძლიათ მხოლოდ აუთსაიდერებისთვის.

მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი აუთსაიდერი დატოვებს პროექტს, თქვენ უკვე შეგეძლებათ დაურეკოთ და ხმა მისცეთ ყველა კონკურსანტს, მათ შორის პროექტში დარჩენილ აუთსაიდერსაც ლაივის დასრულებამდე.

რაც შეეხება თავად ტურს, ის საკმაოდ საინტერესო გამოდგა. შესრულდა არაერთი უცხოური მსოფლიო ჰიტი.

ვნახოთ, რას შემოგვთავაზებენ შემდეგ ტურზე კონკურსანტები, რომელთაც პროექტის ერთ-ერთმა სტუმარმა, მუსიკოსმა ლევან ლაუდაძემ ურჩია, ძალები ყველა ტურისთვის თანაბრად შემოინახონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g