LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დიდი შვიდეულის” ლიდერები გერმანიაში შეხვედრაზე იკრიბებიან

64
Shvideul

უკრაინაში არსებული ვითარება, ენერგეტიკის დეფიციტი და სასურსათო კრიზისი – “დიდი შვიდეულის” ლიდერები გერმანიაში შეხვედრაზე იკრიბებიან.

მედიის ცნობით, ლიდერები, სავარაუდოდ, უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანი ფრონტის ჩვენებასა და კრემლზე ზეწოლის გაზრდას შეეცდებიან.

გარდა ამისა, როგორც “როიტერსი” წერს, მათ სურთ თავიდან აირიდონ ისეთი სანქციები, რომლებმაც შესაძლოა ინფლაცია გამოიწვიოს და ცხოვრების ხარჯების გლობალური კრიზისი გააძლიეროს. გერმანიის სამთავრობო წყაროს ცნობით, ლიდერებს “ნამდვილად კონსტრუქციული” საუბრები ჰქონდათ რუსული ნავთობის იმპორტის შესაძლო ფასის ლიმიტის შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები