LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსეთს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდებენ

313
G7 summit or meeting concept. Row from flags of members of G7 group of seven and list of countries, 3d illustration

დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და რუსეთს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდებენ.

„მოვუწოდებთ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიის გზა, მოახდინოს დაძაბულობის დეესკალაცია, გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის საზღვრიდან და სრულად დაიცვას საერთაშორისო ვალდებულებები.

ძალის გამოყენებით სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ნებისმიერი საფრთხე ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს, ჰელსინკის აქტს, პარიზისა და ეუთო-ს სხვადასხვა შეთანხმებებს.

მიუხედავად იმისა, რომ მზად ვართ პრობლემის დიალოგით გადაჭრისთვის, რუსეთს ეჭვი არ უნდა შეეპაროს, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას მოჰყვება მასშტაბური შედეგი, მათ შორის ფინანსური და ეკონომიკური სანქციები; ფართო და ინდივიდუალური სანქციები, რომელიც დიდ ზარალს მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას“, – ნათქვამია განცხადებაში.

დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები მოუწოდებენ რუსეთს, შეასრულოს მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g