LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი სოლიდარობა ვიგრძენი, რომელიც არასოდეს მიგრძვნია 41 წლის განმავლობაში: ნიკა მელია

226
melia

“ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას გამარჯვებას, ჩვენ გავიმარჯვეთ არა მხოლოდ პოლიტიკურად და ზნეობრივად, არამედ სულიერადაც”,-ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარტიის ოფისთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან სოლიდარობისთვის ყველას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღეის შემდეგ ქვეყანა დილემის წინაშე დადგა.

“დიდი სოლიდარობა ვიგრძენი, რომელიც არასოდეს მიგრძვნია 41 წლის განმავლობაში. ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ გავრილვის სასამართლო, თუმცა ყველაზე მთავარი ხვალიდნელი დღეა. ჩვენი მომავალი მხოლოდ და მოხლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ის ვერდიქტი, რომელიც გამოიტანა გავრილოვის სასამართლომ, გამოიტანეს გუშინ პარლამენტში. ჩვენ ვსამართლდებით ამ განაჩენით ვინც ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს, ვინც 20 ივნისს გამოვიდა რუსთაველის გამზირზე ხმა აიმაღლა, არ შეშინდა და სამართლიანად აღშფოთდა. თვალებში ჩახედეს უსამართლობას და თვალებგახელილმა ახალგაზრდებმა ტყვიებს თვალები არ დაუხუჭეს. ღირსება და თავისუფლება შევინარჩუნეთ.

დილემის წინაშე ვდგავართ, ან თავისუფალი საქარველო ან დამონებული. დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლების რეჟიმი დგას მხოლოდ და მხოლოდ ძალმომრეობაზე.

ულოცავ საქართველოს მოსახლეობას გამარჯვებას. ჩვენ გავიმარჯვეთ არა მხოლოდ პოლიტიკურად და ზნეობრივად, ჩვენ სულიერად გავიმარჯვეთ. მინდა ყველამ იცოდეს, პარტიული პოლიტიკა დასრულებულია”,-განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, 20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ბრალდებული, ნიკა მელია არ დასწრებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები