ტრაგედია დატრიალდა უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის ვანო მაჭავარიანის ოჯახში. პოლიტოლოგის 24 წლის ქალიშვილი გარდაიცვალა. მომხდარი ტრაგედიის შესახებ ვანო მაჭავარიანი თავად წერს:
„დიდი უბედურება დაგატყდა თავს. აღარ გვყავს ჩვენი მარიამი, ჩვენი ყველაფერი, ჩემი ანგელოზი, 24 წლის ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან
. უფალო მოგვეცი ძალა დავძლიოთ ეს უდიდესი განსაცდელი
.
„ჩვენი სკოლის საზოგადოებამ უდროოდ დაკარგა კიდევ ერთი გამორჩეული, მრავალი ღირსებით შემკული ადამიანი – მარიამ მაჭავარიანი, მარიამის მშობლებს ვუსურვებთ გამძლეობასა და ძალას ამ ენით აღუწერელი ტრაგედიის ტვირთვისთვის“ – გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია
„მარიამი ასეთი გავიცანით 2014 წელს“
პანაშვიდები დღეს და ხვალ დღის განმავლობაში და საღამოს (საცობების თავიდან ასაცილებლად, საღამოს 8 მერე), გასვენება შაბათს დღის 2 სთზე სახლიდან. მისამართი: აკაკი გელოვანის პირველი შესახვევი (არა ჩიხი) სახლი 7. დიღომი 8 დასახლება“
რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს ვანო მაჭავარიანის ოჯახს.
დიდი უბედურება დაგვატყდა თავს. აღარ გვყავს ჩვენი მარიამი💔, ჩვენი ყველაფერი, ჩემი ანგელოზი, 24 წლის ასაკში წავიდა ამ…
Posted by Vano Matchavariani on ოთხშაბათი, 18 დეკემბერი, 2024