LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი ზეიმია და ძალიან მიხარია, რომ ყველა აქ დგას ერთად“ – პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსის მიღებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მივიდა

181
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (6)

ეს არის დიდი ზეიმი და ძალიან მიხარია, რომ ყველა აქ დგას ერთად, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპისკენ, რომელსაც ვულოცავ მე სრულიად საქართველოს, აქ მდგომ ადამიანებს, ვინც არ უნდა იყვნენ, რა მხარეს არ უნდა იდგნენ სხვა პოლიტიკურ საკითხებზე. ვულოცავ რეგიონებში მყოფ ადამიანებს, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ჩვენ მოქალაქეებს, რომელსაც ასევე უხარიათ დღევანდელი დღე. ეს არის დიდი ზეიმი და ძალიან მიხარია, რომ ყველა აქ დგას ერთად,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ტრიბუნიდან მიმართვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს: „თუ მომცემენ ძალიან კარგი, თუ არ მომცემენ კარგი“.

„ტაეკვანდოს მეთოდებით თუ შეეცდება სცენაზე შერბენას, არ ვიცი, გამომსვლელად გათვალისწინებული არ არის“ – მდინარაძე პრეზიდენტზე

შეგახსენებთ, დღევანდელი საზეიმო ღონისძიება გუშინ, 14 დეკემბერს, სტატუსის მინიჭების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააანონსა.

ირაკლი ღარიბაშვილი სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების საზეიმოდ, დღეს, 17:00 საათზე მოქალაქეებს თავისუფლების მოედანზე ეპატიჟება

მას სალომე ზურაბიშვილი მალევე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 15 დეკემბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე სახალხო ზეიმს დაესწრებოდა.

„მე ვუერთდები ამ ზეიმს.. თუ ტრიბუნაზე მიმიწვევენ, კარგი, თუ არადა ხალხში ვიქნები“ – სალომე ზურაბიშვილი პრემიერის ინიციატივით ხვალ დაგეგმილ სახალხო ზეიმს შეუერთდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g