LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ზომის ხელბარგი მოსაკრებლის გარეშე – Wizz Air -ის ახალი შეთავაზება

130

ავიაკომპანია „ვიზეარი“ ამიერიდან მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ერთი ერთეული დიდი ზომის ხელბარგით, დამატებითი მოსაკრებლის გადახდის გარეშე, იმოგზაურონ.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, მგზავრები ბილეთის შეძენის შემდეგ უფლებამოსილნი არიან, თან ჰქონდეთ ერთი ერთეული ხელბარგი, რომლის მაქსიმალური ზომაა 55x40x23 სმ და რომლის წონაც არ აღემატება 10 კილოგრამს. ამასთან, მომხმარებლებს საშუალება აქვთ, აეროპორტში უსაფრთხოების შემოწმების შემდეგ, აეროპორტის Duty free მაღაზიებში შეძენილი პროდუქცია თვითმფრინავის ბორტზე აიტანონ.

მათივე ინფორმაციით, პრიორიტეტული ჩასხდომის უფლებით მოსარგებლე მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ კიდევ ერთი დამატებითი ხელბარგი აიტანონ ბორტზე, რომელსაც განათავსებენ სავარძლის ქვეშ. ასეთი ბარგის მაქსიმალური ზომაა 40x30x18 სმ. აღნიშნულით სარგებლობა შეუძლიათ მგზავრებს, რომლებიც WIZZ Go, WIZZ Plus და WIZZ Privilege Pass სერვისებით სარგებლობენ. პრიორიტეტული ჩასხდომის უფლება მგზავრებს ასევე საშუალებას აძლევს, თავიდან აიცილონ ჩასხდომისას რიგში დგომის აუცილებლობა.

„ვიზეარისთვის“ მგზავრების კმაყოფილება მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ ჩვენ გავითვალისწინეთ მომხმარებელთა სურვილი და ბილეთის შეძენისას მათ ბორტზე ხელბარგის ატანას ყოველგვარი მოსაკრებლის გარეშე ვთავაზობთ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ვიზეარი“ ცდლობს, მომხმარებლები ფრენის საუკეთესო გამოცდილებით უზრუნველყოს, ბილეთის დაჯავშნის მომენტიდან სასურველ დანიშნულების ადგილზე გადაყვანამდე. ჩვენი მეგობრული და პროფესიონალი გუნდი ბორტზე მუდამ ახალი თუ კარგად ნაცნობი მგზავრების მოლოდინშია“, – განაცხადა „ვიზეარის“ მარკეტინგის დირექტორმა იოჰან ეიდაგენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g