LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტალინის აეროპორტმა ხელბარგით სითხეებისა და ტექნიკური აღჭურვილობის ტრანსპორტირებაზე მკაცრი შეზღუდვა გააუქმა

122
ტალინის აეროპორტი

ტალინის აეროპორტმა ხელბარგით სითხეებისა და ტექნიკური აღჭურვილობის (ლეპტოპი, კამერა და სხვა ელექტრონიკა) ტრანსპორტირებაზე მკაცრი შეზღუდვა გააუქმა. ამიერიდან მგზავრებს აღარ მოუწევთ 100 მილილიტრზე მეტი მოცულობის კონტეინერების (ბოთლი, შამპუნი, სუნამოს ფლაკონი და სხვა) აეროპორტის უსაფრთხოების კონტროლის გავლისას გადაყრა. კონტეინერების მოცულობის ლიმიტი 2 ლიტრამდე გაიზარდა.

ესტონეთის მთავარი აეროპორტის საავიაციო უსაფრთხოების მენეჯერის ტარვი პიხლაკასის განცხადებით, მგზავრების ხელბარგი ახალი, Rapiscan Systems-ის სკანერებით შემოწმდება, რომლებიც  სამედიცინო კომპიუტერული ტომოგრაფიის ტექნოლოგიას იყენებენ და ნივთების უმცირესი დეტალების დანახვა შეუძლიათ. მისივე თქმით, აღნიშნული სკანერები უსაფრთხოების კონტროლის გავლის დროს მნიშვნელოვნად ამცირებენ.

ცნობისთვის, ხელბარგის უახლესი სკანერების გამოყენებით წესები ასევე გაამარტივეს ჰელსინკის ვანტაას და ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტებმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები