დიდხანს აჩვენეთ ვანო ზარდიაშვილი ჩვენს მოსახლეობას და გარანტირებულად დამარცხდება “ქართული ოცნება” არჩევნებში, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ზარდიაშვილის მიერ ეკა ბესელიას მიმართ გაკეთებული განცხადება არანაირ ეთიკურ სტანდარტში არ ჯდება.
“დიდხანს აჩვენეთ ვანო ზარდიაშვილი ჩვენს მოსახლეობას და გარანტირებულად დამარცხდება “ქართული ოცნება” არჩევნებში. ეს არის არათუ არაკოლეგიალური, არაფერში არ ჯდება მისი ეს განცხადება, არც კაცობაში და არაფერში საერთოდ. მე რამდენადაც ვიცი, ეთიკის საბჭოს მიმართა იმ ადამიანმა, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენეს. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს და გასაკუთრებით პირველ ვიცე-სპიკერს: ან დაგმობთ ვანო ზარდიაშვილის განცხადებას, ან თუ არ დაგმობთ, იქნებით ვანო ზარდიაშვილი”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა, მისი ყოფილი თანაგუნდელი, დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია „ქართული ოცნებიდან“ ინფორმაციის გატანაში დაადანაშაულა და მას ე.წ.ვირთხა უწოდა.
“ეკა ბესელია არის ე.წ. ვირთხა, რომელსაც ნოდარ მელაძესთან გაჰქონდა ინფორმაცია”, – აღნიშნა ვანო ზარდიაშვილმა.