ცნობილი ბლოგერის, გივიკო დიდიას ბებია იუბილარია.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გურული ბებია, ნათელა ბებო, რომელიც ბლოგერის სხვადასხვა ვიდეოს გმირი ხშირად გამხდარა, 81 წლის გახდა.
გამომწერებს ძალიან მოსწონთ ნათელა ბებიას იუმორი და განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულება ბებიასა და შვილიშვილს შორის.
„დიდხანს უნდა გვყავდე, სითბო და სიყვარული არ მოგაკლდება, ნენა…“, წერს გივიკო და მილოცვებს იღებს.
