LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდხანს ვებრძოდი თავს, სულ მინდოდა თქვენთვის ამის გაზიარება, შიში და დარდი მქონდა, მაგრამ ვეღარ ვრჩები ჩუმად – ბავშვებისთვის, ჩემთვის და ნელსონისთვის ეს საუკეთესო ნაბიჯია…“ – რა მიმართვას ავრცელებს ცნობილი ბლოგერი, მარიამ ლამაზი

1917
მარიამ ლამაზი

„მე და ჩემი ქმარი ვშორდებით, ძალიან დიდხანს ვებრძოდი თავს და სულ მინდოდა ამის გაზიარება თქვენთვის, შიში და დარდი მქონდა, მაგრამ ვეღარ ვრჩები ჩუმად“, – ამბობს ცნობილი ბლოგერი, ტიკტოკერი მარიამ ლამაზი და აღნიშნავს, რომ მან და მისმა ჰაიტელმა მეუღლემ აღნიშნული გადაწყვეტილება 6 თვის წინ მიიღეს.

„ეს გადაწყვეტილება ემოციური არ არის, უკვე 6 თვეა ამ სიტუაციაში ვართ, თუმცაღა ახლა ძალიან მეგობრულად ვართ, კი, ამ 6 თვის განმავლობაში ბევრი ემოცია იყო, მაგრამ ძალიან პირად დეტალებს არ მოგიყვებით…

განქორწინებას ოფიციალურად ჯერ არ ვაპირებთ, უბრალოდ ცალ-ცალკე გვინდა ცხოვრება… დღესდღეობით, ბავშვებისთვის, ჩემთვის და ნელსონისთვის ეს საუკეთესო ნაბიჯია…

რატომ დაირქვა ცნობილმა ბლოგერმა მარიამ ლამაზი და როგორ ცხოვრობს აშშ-ში ჰაიტელ ქმარსა და შვილებთან ერთად: „მწერენ, ნეტავ, ლამაზის მნიშვნელობა იცოდეო…“

ვიღებდი ბევრ კრიტიკას ახლობლებისგან, მეუბნებოდნენ, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის უნდა შემენახა და არავის აინტერესებდა.

ყველაზე რთული ამ სიტუაციაში ისაა, რომ კარგი ადამიანისგან წასვლა ძნელია, როცა მოღალატეა, ჯანდაბას, იტყვი – ცუდი ადამიანია და წავედი…

მაგრამ დრო მჭირდება, მარტო ყოფნა, ბავშვებს და საკუთარ თავს მივხედო, ვიცი, ამას ბევრი ვერ გაიგებს, მაგრამ ჩემი ცხოვრებაა..

„ვაბოდებ ჩემს ქმარზე… ტიკტოკზე მხოლოდ ქართველები მაბულინგებენ”- მარიამ ლამაზი

ვიდეო: როგორ შეხვდა ამერიკელი მეუღლის ოჯახი მარიამ ლამაზს: „არც დედიკოს და არც მამიკოს ბიჭი არ ყოფილა არასდროს.. მითხრა, საბუთები რომც არ გქონოდა, გაგიკეთებდი, რადგან შემიყვარდიო“ – ცნობილი ტიკტოკერი გამომწერებს პასუხობს

@mariamlamazi

🫂♥️

♬ original sound – Mariam Lamazi
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g