„ლევანტესა“ და „ბარსელონას“ მატჩის (3:1) 36-ე წუთზე ლეო მესიმ პენალტიდან თავდაჯერებულმა გაიტანა.
ეს გამოდგა მე-500 გოლი, რომელიც არგენტინელმა „ბარსას“ რიგებში მარცხენა ფეხით შეაგდო – 82.1% ყველა გოლს შორის (სულ 609 გოლი).
500 გოლი – ესაა:
380 თამაშიდან;
70 პენალტი;
50 ჯარიმებიდან.
სხეულის დანარჩენი ნაწილები ასე ნაწილდება:
მარჯვენა ფეხი – 85 გოლი;
თავი – 22 გოლი;
მკერდი – 1 გოლი;
ხელი – 1 გოლი.
„ბარსას“ შემადგენლობაში პირველი გოლი ლეომ ასევე ცაციათი გაიტანა: მან რონალდინიოს პასი მიიღო და წინ გამოსულ მეკარეს თავზე გადაუგდო.
მესის მარცხენა ფეხი ლეგენდაა. 2013 წელს იაპონელი იუველირის ჰინზა ტანაკის კომპანიამ მისი ზუსტი ასლი დაამზადა სუფთა ოქროსგან. სკულპტურა 25 კგ-ს იწონიდა და 5 მილიონ დოლარზე მეტი ღირდა.
მესის მარცხენას სხვებიც აქებენ.
კრიშტიანო რონალდო: „მისი მარცხენა მართლა შესანიშნავია. მეც ვისურვებდი ასეთ მარცხენა ფეხს“.
ნეიმარი: „მესის მარცხენა რონალდოს მარჯვენას მირჩევნია. კრიშტიანოს პატივისცემის მიუხედავად, ჩემი მარჯვენაც კარგია, თუ დამტვრეული არ არის“.