LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდთოვლობა ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში – დაღუპულია 21 ადამიანი

collage

ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში დიდთოვლობას ებრძვიან. გერმანიასა და ავსტრიაში თითქმის სამი მეტრის სიმაღლის თოვლის გამო, რამდენიმე დასახლებასთან კომუნიკაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება.

Euronews-ის ცნობით, ალპების რეგიონში უკიდურესად დაბალი ტემპერატურისა და ქარბუქის გამო, შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

სტიქიის გამო, გერმანიასა და შვედეთში ჩაკეტილია გზები, შეფერხებით მოძრაობენ მატარებლები, სკოლები კი დახურულია.

ბავარიაში გზებზე არსებული შეფერხებების გამო, მძღოლებს წითელი ჯვრის ორგანიზაცია ეხმარება.

სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარე წამში 49.7 მეტრს აღწევს.

დიდთოვლობაა ავსტრიასა და ნორვეგიაშიც, სადაც თოვლის სიმაღლე ერთ მეტრს აჭარბებს.

საერთო ჯამში, ცენტრალური და სამხრეთ ევროპის მასშტაბით დაღუპულთა რაოდენობა 21-ს აღწევს. 12 იანვარს ავსტრიის ალპებში სამი გერმანელი მოთხილამურე დაიღუპა.

ოთხ პირს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g