ირაკლი კობახიძის განკარგულებით, დიდთოვლობასთან ბრძოლისთვის საჯარო მოხელეებს ჯილდოდ 3 მილიონი ლარი გამოეყოფათ
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის დროს, სტიქიასთან ბრძოლაში აქტიურად ჩართულ ზოგიერთ სამინისტროში, მათ დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებსა და მუნიციპალიტეტების შესაბამის ორგანოებში დასაქმებულებზე ფულადი ჯილდო/დანამატი გაიცემა.
