გუდაური-კობის საავტომობილო მონაკვეთზე მოძრაობა ისევ შეუძლებელია. მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობებია. უსაფრთხოების მიზნით, პოლიციას გზა რამდენიმე კილომეტრზე აქვს გადაკეტილი. გაწმენდით სამუშაოს ზვავსაშიშროება ართულებს.
არამდგრადი ამინდი და თოვა საქართველოში დაახლოებით სამი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.