LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდთოვლობის გამო რეგიონებში 15 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე რჩება

85

 

დიდთოვლობის გამო საქართველოს რეგიონებში 15 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე რჩება. დღეს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა,  სამტრედიასა და ზუგდიდში დიდთოვლობის გამო  დაზიანებული  ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი  სამუშაოები დაათვალიერა.

დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო, დასავლეთ საქართველოში  სამეგრელოს, გურიის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია.

კომპანია ,,ენერგო-პრო ჯორჯია’’  24-საათიან საგანგებო რეჟიმში მუშაობს და  დაზიანებული უბნების აღდგენა ეტაპობრივად ხორციელდება. ,,თუ ამინდმა ხელი შეგვიწყო ელექტროენერგიის მიწოდება დღეს  მოსახლების 90% აღუდგება. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს მაღალმთიანი სოფლები,  სადაც გზის გაწმენდითი სამუშაოების გამო, ფერხდება აღდგენითი სამუშაოები.’’- განაცხადა  ელოშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g