LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდუბე დიღომს დაუკავშირდება – საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების გეგმა

თბილისის სხვადასხვა უბნები ერთმანეთთან კარგად დაკავშირებული არ არის. ზოგიერთი უბნიდან მეორეში მოხვედრა დიდ სიძნელეებთანაა დაკავშირებული, რაც მოსახლეობის ნაწილს პრობლემებს უქმნის.

თბილისის „სმარტ“ ქალაქად ქცევისთვის შემუშავებულ გენერალურ გეგმაში, აღნიშნულ საკითხზეცაა საუბარი.

სპეციალისტების რეკომენდაციებში, რამდენიმე სატრანსპორტო დერეფნის შევსება და მეტროსადგურებთან დაკავშირებაა.

 

დიღომი –> დიდუბე –> მეტროსადგური უნივერსიტეტი

გენ.გეგმის მიხედვით, პირველი ასეთი ხაზი დიღომი –> დიდუბე –> მეტროსადგური უნივერსიტეტია.

სპეციალისტების მიხედვით, აღნიშული ხაზი აერთიანებს მჭიდროდ დასახლებულ არეალებს დიღომში და ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში ჩქარი კავშირის საშუალებას იძლევა.

ამ ხაზის გაგრძელება ასევე, შესაძლებელია ზაჰესში არსებულ სარკინიგზო სადგურამდე.

აღნიშნული გადართოება უნდა შეფასდეს ხაზზე მოთხოვნის შესაბამისად.

ამ ხაზის განვითარებას უკვე განიხილავენ თბილისის სატრანსპორტო სამსახურში. სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ ჯერ კიდევ ზაფხულში ისაუბრა ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე.

როგორც მან ერთერთ ინტერვიუში განაცხადა, დაგეგმილია, რომ დიდუბის მეტროს ჰაბი დიდ დიღომს დაუკავშირდეს, სადაც შეიძლება მეტროს მიწისზედა ელექტროტრანსპორტი განვითარდეს.

 

მეტროსადგური უნივერსიტეტი –>ვაკე –> თავისუფლების მოედანი –> გულიას მოედანი

მეორე ხაზი საბურთალოს მეტროს ახალი სადგურიდან იწყება და ვაკის გავლით გულიას მოედნისკენ მიემართება.

მიუყვება ჭავჭავაძის გამზირს ფილარმონიამდე და კვეთს ვარდების მოედანს, რის შემდეგაც რუსთაელის გამზირს მიუყვება.

თავისუფლების მოედნიდან ეს ხაზი ძველ ქალაქს მიუყვება.

შემდგომ ხაზი მიუყვება კოტე აფხაზის ქუჩას და გამოდის გორგასლის ქუჩაზე, სადაც სრულდება გულიას მოედნის ხიდის გადაღმა.

ეს ხაზი გენ.გეგმის ავტორების აზრით, საბურთალოსა და ვაკეს შორის ძალიან საჭირო, ჩქარ და საიმედო კავშირს წარმოადგენს. ასევე, ის შეიძლება იყოს შემოთავაზებული ხაზებიდან ყველაზე ემბლემური ხასიათის.

 

 დიდუბე –> სამგორი

მესამე ხაზი, რომელიც დიდუბისა და სამგორის სადგურების დაკავშირებას ცდილობს, ქალაქს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მაღალი ხარისხის კავშირს სთავაზობს. განხილულია მოცემული ხაზის გაფართოება კახეთის გზატკეცილის გასწვრივაც, როგორც დამატებითი კავშირის შესაძლებლობა ინდუსტრიულ არეალებთან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g