LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდუბის მეორე შესახვევში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასრულდა

32

დიდუბის მეორე შესახვევში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასრულდა. როგორც თბილისის მერიია აცხადებს, დიდუბის რაიონში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს.

 

სამუშაოების ფარგლებში დიდუბის მეორე შესახვევში ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო. პროექტის მიხედვით, მოიხსნა დაზიანებული ასფალტის საფარი, მოეწყო საფუძველი, 1 500 კვ. მეტრ ფართობზე კი დაიგო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი. აღნიშნულ ტერიტორიაზე აგრეთვე განხორციელდა დაზიანებული ბორდიურებისა და ტროტუარის დემონტაჟი.

 

საგზაო სამუშაოები განხორციელდა ასევე დიღმის მასივის მე-3, მე-4 და მე-5 კვარტლებში. “წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს ევდოშვილის ქუჩა 2/10-ში, სამუშაოების დასრულების შემდეგ დიდუბის რაიონის გამგეობა აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარის დაგებას უზრუნველყოფს”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები