LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიეგო კოშტა დისკვალიფიცირებულია

47

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელს, დიეგო კოშტას 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

პრემიერ ლიგის გასულ ტურში “ჩელსიმ” “არსენალი” მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა. პირველი ნახევრის ბოლოს დიეგო კოშტა მეტოქის ფეხბურთელებს ეუხეშა.

კოშტშა ჯერ ლორან კოშელნის ეუხეშა, შემდეგ კი გაბრიელ პაულისტასთან მოუვიდა სიტყვიერი დაპირისპირება.

მსაჯმა მოედნიდან მხოლოდ პაულისტა გააგდო, თუმცა კოსტა ინგლისის ფეხბურთის ასოციაცაის მაინც ვერ გადაურჩა.

ასე, რომ ესპანელი თასის შეხვედრას “ვალსალთან”, და პრემიერლიგის მატჩებს “ნიუკასლთან” და “საუთჰემპტონთან” გამოტოვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები