LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიღმელაშვილი: „აქცია იქნება დიდი, ლამაზი, უსაფრთხო.. ხელისუფლებას არ აქვს ბევრი იარაღი მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ, ამიტომ იყენებს პრორუსულ ძალებს”

107
digmelashvili-2022-03-08_21-09-23_740839

მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი 20 ივნისს დაგეგმილი მსვლელობის შესახებ – „შინ ევროპაში“ წერს, რომ სირცხვილიას ყველა აქცია ყოველთვის მშვიდობიანი და არაძალადობრივი იყო და არც 20 ივნისს დაგეგმილი აქცია იქნება გამონაკლისი.

დიღემალშვილის თქმით, ხელისუფლებას არ აქვს ბევრი იარაღი მშვიდობიანი და არაძალადობრივი პროტესტის წინააღმდეგ, ამიტომ იყენებს პრორუსულ დაჯგუფებებს.

“ქართული ოცნების” ადვოკატებად არ გამოვდგებით, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, 5 წუთში გავჩნდებით ნებისმიერ ლოკაციაზე – გამართავს თუ არა პრორუსული ჯგუფი 20 ივნისს კონტრაქციას

“ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ იდეალისტური გადაწყვეტა, არამედ პრაგმატულიც, რადგან ყველანაირი ძალადობა სამოქალაქო პროტესტის მხრიდან ხელფეხს უხსნის ხელისუფლებას და არგუმენტს აძლევს პროპაგანდას, რომ გაამართლონ უსამართლო რეპრესიები.

ხელისუფლებას ეშინია მრავალფეროვანი ქართული საზოგადოების პროტესტის. პირველ რიგში სწორედ მრავალფეროვნების, რადგან ყოველთვის როცა ასეთი პროტესტი შედგა, ხელისუფლებას მოუწია მისთვის ანგარიშის გაწევა, იქნებოდა ეს პროპორციული არჩევნების რეფორმის გატარება თუ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება უკრაინისა და მოლდოვის კვალდაკვალ.

ხელისუფლებას არ აქვს ბევრი იარაღი მშვიდობიანი და არაძალადობრივი პროტესტის წინააღმდეგ, ამიტომ იყენებს პრორუსულ დაჯგუფებებს, რომ წარმოაჩინოს, თითქოს არსებობს სამოქალაქო დაპირისპირება, რომელიც ხელისუფლებამ ხელკეტით უნდა “განმუხტოს”. სინამდვილეში არანაირი პოლარიზაცია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაში ევროატლანტიკური გზის მიმართ არ არსებობს. ამიტომ უწევთ ათასი ჭორის მოგონება და ხალხის ძალადობით შეშინება.

აქცია იქნება დიდი, ლამაზი, უსაფრთხო და მშვიდობიანი. ვინმეს სადმე შევარდნა რომ უნდოდეს აქცია პარლამენტთან კი არ დაიწყებოდა და მერე მარშით გაგრძელდებოდა ევროპის მოედნისკენ, არამედ პარლამენტთან დასრულდებოდა”, – წერს შოთა დიღმელაშვილი.

შეგახსენებთ, 20 ივნისს ევროკავშირის პასუხის მოლოდინში, პარლამენტთან მოძრაობა სირცხვილია ევროპული არჩევანისა და დასავლური ღირებულებების მხარდამჭერ აქციას გამართავს. ღონისძიებას სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.

გიგა მაქარაშვილი: აღარაა დრო წყენის, განსხვავებების ძებნის, ვიწრო პარტიული ინტერესების! 20 ივნისს გადაწყდება ჩვენი ბედი!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g