LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიღმიდან გაგარინამდე “სწრაფი ავტობუსი” იმოძრავებს – ბას ლეინი და გაჩერებები გზის შუაში

12399
brt.jpg.crop_display

“აღმაშენებლის ძეგლიდან ჟვანიას მოედნამდე, ავტობუსები გზის შუა ნაწილში იმოძრავებს” – ამის შესახებ “ავტორადიოს” ეთერში ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განაცხადა. მისი თქმით, გზის შუა ნაწილში მოეწყობა გაჩერებებიც, საიდანაც გადასვლა კომფორტულად, შუქნიშნების მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

“ჩვენი მიზანია ავტობუსებით გადაადგილება გავხადოთ სწრაფი, კომფორტული, იმისთვის, რომ კერძო ავტომობილების მოხმარება შევამციროთ. ამასთან ერთად, ავტობუსების ზოლები უკვე მუშაობს. ჩვენ უცხოელი ექსპერტებისგან შევისწავლეთ ავტობუსების ზოლების მოწყობის პრინციპები.

ამ მხრივ მარშალ გელოვნის ქუჩაზე ვმუშაობთ – აღმაშენებლის ძეგლიდან ჟვანიას მოედნამდე არსებული გეგმით, ავტობუსებმა უნდა იარონ შუა ნაწილში, ისე რომ გამწვანების სივრცე შენარჩუნდება. გაჩერებები გაკეთდება შუაში და ქვეითებისთვის გადასვლა მოეწყობა კოფორტულად – შუქნიშნების მეშვეობით.

ამ პრინციპებზე დაყრდნობით, მთელი დედაქალაქი დაიქსელება და მივიღებთ ასეთ მოცემულობას: კერძო ავტომობილით შეიძლება საცობში იყოთ გაჩერებული და ავტობუსი სწრაფად მოძრაობდეს, ან დაგხვდებათ საათობრივი ზონალური პარკირება იქ სადაც ავტობუსები კომფორტულად და იაფად იმოძრავებენ,” – განაცხადა მამუკა მუმლაძემ “ავტორადიოს” ეთერში.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა ასევე განაცხადა, რომ ორ თვეში, მას შემდეგ რაც კომპანია “სისტრას” კვლევები დასრულდება, დაიწყება სატრანსპორტო ხაზების გადაგეგმარება. სწორედ ამის შემდეგ უნდა ველოდოთ უკვე შემუშავებული პროექტის განხორციელებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g