დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე, ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ხის სახელოსნოში მოხდა, სადაც ხატების ჩარჩოებს აკეთებდნენ.
გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია.
ცნობისთვის, ხანძარი ე.წ მიონის შენობაში ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.