დიღმომში, ოლიმპიური სოფლის ერთ ერთ სპორტდარბაზში საველე ჰოსპიტალის მოწყობა იგეგმება. ინფორმაცია “ფორტუნას” ჯანდაცვის სამინისტროდან დაუდასტურეს.
ამ დროისთვის საწოლების მობილიზება ხდება და ჰოსპიტალის მოწყობის პროცესი დაწყებულია.
საველე ჰოსპიტალის გახსნასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ორშაბათს, 16 აგვისტოს გააკეთებს.