დიჯეი ქალიდმა თაყვანისმცემლებს მორიგი კოლაბორაციის შესახებ ამცნო. გაირკვა, რომ 43 წლის ვარსკვლავმა თავისი მომავალი დისკისთვის დუეტი Post Malone-თან ჩაწერა. ფოტოზე, რომელიც ამერიკელმა არტისტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ის 23 წლის რეპერთან ერთად არის აღბეჭდილი.
აღსანიშნავია, რომ ,,ასადის მამაისა” და ახალგაზრდა ჰიპ-ჰოპ შემსრულებელის ახალი ნამუშევარის სახელწოდება და გამოსვლის თარიღი ისევე უცნობია, როგორც ,,გრემიზე” ნომინირებული დისკ-ჟოკეის რიგით მე-11 სტუდიური ალბომის რელიზი.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფირფიტაში ასევე ბედ ბანისა და კრის ბრაუნის ვოკალებს მოვისმენთ.
შეგახსენებთ, რომ დიჯეი ქალიდის ახალი კრებული Father of Asahd, საიდანაც უკვე ცნობილია სინგლები Top Off და No Brainer, დღის სინათლეს მიმდინარე წელს იხილავს.