LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიკა სალაყაია: „ასე აფხაზეთის და ცისფერი ზღვის ფოტოები რომ გეფრიალებინათ, იქნებ ენგურის საზღვარიც გაგვერღვია…“

393
kolaji203

პოეტი დიკა სალაყაია სოციალურ ქსელში წერს, რომ ბავშვებისთვის ომის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება მართებულად არ მიაჩნია. ის აღნიშნავს, რომ საკუთარ შვილებს ამგავრ სტრესს მაქსიმალურად არიდებს:

„მთელი გულით განვიცდი და საშინლად ვდარდობ უკრაინაზე, მაგრამ ბავშვების ამ აქციებში/პერფომანსებში ჩართვა და საბავშვო ბაღებში, სასკოლო სივრცეში დროშების ფრიალი არ მომწონს და რა ვქნა.

სულაც არ მინდა, ბავშვები ამაზე დარდობდნენ. ჩემს შვილებს მაქსიმალურად ვარიდებ მსგავს სტრესს და ნეგატივს…

რატომ უნდა იცოდნენ ომის სისატიკე…

ეს მათ არ ეხებათ. რატომ უნდა საუბრობდნენ ბაღის ბავშვებთან იმაზე, რომ შემდეგი ჩვენ ვიქნებით…

ესაუბრეთ იმაზე, რაც ბავშვებს ეხებათ და დროშების, სლოგანების ფრიალს გვირჩევნია, რეალურად დავუდგეთ გვერდით ერთმანეთს… ოღონდ ჯერ ჩვენივე ახლოს მყოფებისგან დავიწყოთ…სხვაგვარად ვასწავლოთ ემპათიის გამოხატვა…

არ დამიწყოთ ახლა ჭკუის სწავლება,თქვენ რომ გგონიათ იმაზე მეტად მტკივა და იმაზე მეტად ვუდგავარ გვერდში იმ ხალხს, მაგრმ არის რაღაც, რისგანაც შორს უნდა იყვნენ ბავშვები და ეს ომია…

არის საკითხები, რაზეც ოჯახშიც კი არ ვსაუბრობთ უფროსები ბავშვების თანდასწრებით… არის რაღაც, რაც სენსიტიურია… არის რაღაც, რაც პატრიოტიზმისა და ისტერიისგან განსხვავდება… არის რაღაც, რაც ზომიერად უნდა მიაწოდო ბავშვს… არის რაღაც, რაზეც საბავშვო ბაღსა და სკოლაში კი არა – სხვაგან უნდა ისაუბრო… არის რაღაც, რისი გაპროტესტებაც ბავშვების კი არა,დიდების საქმეა…

ახლა სანამ ჭკუის სწავლებას დამიწყებთ, აღიარეთ, რამდენმა ასწავლეთ ბავშვებს რომ – ჟიული შარტავაც ისეთივე გმირი იყო როგორც ახლა უკრაინის პრეზიდენტი. თუ იმ წლებში სოციალური ქსელები არ იყო და ახლა ეს თემაა „ტრენდული“,თან სურათები უნდა გამოჰფინოთ ფეისბუქ პროფილებზე…ეჰ ?

P.S ასე აფხაზეთის და ცისფერი ზღვის ფოტოები რომ გეფრიალებინათ, იქნებ ენგურის საზღვარიც გაგვერღვია…

და კიდევ იქ, უკრაინაში „ბუნკერებშიც“ კი არიდებენ ბავშვებს ზედმეტ სტრესს და მათ გაფერადებაზე ფიქრობენ ?

რა ვიცი…

რა ვიცი…“

ომი უკრაინაში

სოფო ხაჭაპურიძე: „წავიდნენ ისე, რომ ვერც გაიგეთ. ავტობუსებთან ჯგუფური ფოტოც არ გადაუღიათ და  დაუდიათ…“

ლევან ხურცია: „2008 წელს დასავლეთს ამისი ნახევარი სანქციები მაინც რომ დაეწესებინა რუსეთისთვის და ჩვენი პატარა ქვეყანა მარტო არ დაეტოვებინა, დღეს ამ სისხლისღვრას ავირიდებდით…“

ჯემალ ბაღაშვილი: „ვინმემ ნორმალურად აგვიხსნას, კონკრეტულად რომელ ჯადოსნურ სანქციას ფლობს ჩვენი საცოდავი საქართველო, რომ მოაწერს ხელს ამაზე ჩვენი მთავრობა და პუტინი შეწყვეტს ომს და მეორე დღეს ევროკავშირში ვიქნებით“

ექიმი დავით მრელაშვილი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად პოლონეთში მიემგზავრება და უკრაინელებისთვის დრონების გასაგზავნად თანხას აგროვებს