LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიკა სალაყაია: „საშინელი ამბავი გვაქვს, ბავშვების დედა გარდაიცვალა, გული გაუჩერდა..ახლა ყველაზე, ყველაზე ძალიან ვჭირდებით პატარებს..დარჩნენ უამრავ პრობლემასთან, ტკივილთან ერთად“

816
დიკა სალაყაია

დიკა სალაყაია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

დაიღუპა მრავალშვილიანი დედა, ლიკა, რომელსაც საზოგადოება აქტიურად ეხმარებოდა.

როგორც დიკა სალაყაია წერს, მცირეწლოვან ბავშვებს საზოგადოების დახმარება სჭირდებათ.

„მეგობრებო, საშინელი ამბავი გვაქვს, ბავშვების დედა გარდაიცვალა.

გუშინ ცუდად გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს, გული გაუჩერდა.

თავზარი დამეცა ახლა, ბავშვებს ვესაუბრე და ისეთ დღეში ვარ…

ჩვენს ლამაზთვალება პატარებს დედა აღარ ჰყავთ.

დარჩნენ უამრავ პრობლემებთან, ტკივილთან ერთად.

ყველაფერთან ერთად სახლიც იპოთეკით არის დატვირთული.

ბავშვების დედიკოს შაბათს დაკრძალავენ.

ჩავალ პატარებთან და ყველაფერს გავარკვევ…

ახლა მათ გვერდით უნდა ვიყოთ და ასეც იქნება.

მათთვის ანგარიშსაც კომენტარებში დავდებ.

რა გჭირდებათ მეთქი ვკითხე გაბრიელს და სანამ დედიკო მოკვდებოდა ჩვენ ფეხსაცმელები გვიყიდა, მაგრამ პატარებს არ აქვთო.

არ ვიცი რა ვთქვა.

ახლა ყველაზე, ყველაზე ძალიან ვჭირდებით ჩვენს ბიჭებს. 😭

ბავშვების დედას არავინ ჰყავს, მხოლოდ ერთი და, რომელიც ასევე უკიდურეს სიღარიბეშია და 5 შვილს ზრდის…“-წერს დიკა სალაყაია და ანგარიშის ნომრებს გვიზიარებს.

საქართველოს ბანკი,

ანგარიში: #GE53BG0000000027533500

თიბისი ბანკი,

ანგარიში: #GE64TB7986745061100060

გზავნილი შეგიძლიათ: Diana Salakaia

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g