LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიკაპრიოს დოკუმენტური ფილმი YouTube-ის ჰიტი გახდა (ვიდეო)

309

ლეონარდო დიკაპრიო იმ იშვიათ ვარსკვლავებს განეკუთვნება, რომელიც პლანეტის მდგომარეობით განსაკუთრებით შეშფოთებულია. გლობალური კლიმატური ცვლილებები რომ პრობლემაა, მან კარგად იცის, თუმცა დარწმუნებულია, რომ მისი მოგვარება შესაძლებელია.

აღნიშნულ საკითხს დიკაპრიო თავისი დოკუმენტური ფილმით „წყალდიდობამდე“ შეეხო. ამიერიდან კი მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. რამდენიმე საათის წინ ვიდეო YouTube-ზე, National Geographic-ის ოფიციალურ არხზე გამოქვეყნდა. ფილმში ნაჩვენებია კლიმატის დრამატული ცვლილებები. „მე უბრალოდ მინდა ვიცოდე, რამდენად შორს ვართ წასულები და რა შეიძლება გავაკეთოთ ამ ყველაფრის შესაჩერებლად“, – ამბობს დიკაპრიო ფილმში.

როგორც ჩანს, პროექტის მიმართ ინტერესი დიდი იყო, რადგან ამ მომენტისთვის ის სამ მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

https://www.youtube.com/watch?v=90CkXVF-Q8M

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები