ცუდი ამბავი მათთვის, ვისაც სჯერა, რომ ადრე თუ გვიან ლეო მათ თეთრ ცხენზე ამხედრებული მიაკითხავს. ამ შესავალით იწყება ყველა წამყვანი ინტერნეტ-გამოცემის სტატია.
ინტერნეტში ლეონადრო დიკაპრიოსა და Victoria’s Secret-ის მოდელის, ნინა აგდალის ახალი რომანტიკული ფოტოები გამოჩნდა. პაპარაცულ ფოტოებზე წყვილი საკურორტო ქალაქ მონტოკში, ერთ-ერთ მაღაზიაშია გადაღებული. აქვე ფოტოგრაფებმა წყვილი უიკენდზეც გადაიღეს, სადაც ისინი ერთად სვამენ და ეწევიან.
აღსანიშნავია, რომ ლეოსა და აგდალს უკვე ჰქონდათ რომანი ორი წლის წინ, თუმცა ის ხანგრძლივი არ ყოფილა. ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა.