ზამთრის მოახლოებასთან ერთად დილას ადრე ადგომა სულ უფრო რთული ამოცანა ხდება. განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც დილით ადგომა ნებისმიერ სეზონზე უჭირს. მეცნიერებმა ასეთი ადამიანები შეისწავლეს და გაარკვიეს, რომ დილით ადრე ადგომის პრობლემა არა სიზარმაცის, არამედ დერპესიის ნიშანია.
მკვლევარები ამბობენ, რომ დილით ძილის შებრუნების სურვილი და გამოღვიძების სირთულე ქრონიკული დეპრესიული მდგომარეობაა, რომელსაც თან დაღლილობის შეგრძნება ახლავს.
როგორც წესი, ასეთი ადამიანები დღე-ღამეში 7 ან 8 საათზე მეტხანს ითხოვენ ძილს, ადგომას კი მაშინაც ვერ ახერხებენ, როდესაც გადაუდებელი საქმე აქვთ. ამ მდგომარეობას სპეციალისტებმა „კლინომანია“ უწოდეს და ახსნეს, რომ ამ დროს ადამიანს შესაძლოა, პანიკური შიშებიც განუვითარდეს. ამ დრომდე ახლადაღმოჩენილი აშლილობის სამკურნალო რაიმე სქემა არ არსებობს, ამიტომ სპეციალისტები რეკომენდაციების სერიით შემოიფარგლებიან.
თუ მსგავსი სახის პრობლემა გაქვთ, სპეციალისტები გვირჩევენ:
- ავდგეთ და დავწვეთ ერთსა და იმავე დროს;
- შეიქმენით სიმყუდროვე საძინებელში, ნაკლები ხმაური, დაბალი განათება და არავითარ შემთხვევაში არ იძინოთ შინაურ ცხოველებთან ერთად;
- აირჩიეთ კომფორტული მატრასი;
- უარით თქვით საღამოს საათებში ფიზიკურ აქტივობაზე;
- უარი თქვით კოფეინზე და გადადით მცენარეულ ჩაიზე;
- არ მიიღოთ ალკოჰოლი ძილის წინ და აუარი თქვით მოწევაზე;
- გააკეთეთ მომდევნო დღის გეგმის ცხრილი;
აქვე „დეილი მეილს“ მოჰყავს ცოტა ხნის წინ ბრიგემის ქალთა ჰოსპიტალში ჩატარებული კვლევა, სადაც ნათქვამინ იყო, რომ გვიან დაძინება და გვიან ადგომა მოზარდებში თვითმკვლელობის რისკს ზრდის.