LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დილას შემოვიდნენ, კარებს არ მაღებინებენ, ამოიღეს ტელეფონები, ლეპტოპი – სულ აქციებზე ვარ და ამას ვუკავშირებ“ – სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

211
სანდრო ცნობილაძე

სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.

თავად ცნობილაძემ, რომლის სახლათანაც ასევე მივიდნენ ჟურნალისტები, მედიასთან განაცხადა, რომ პოლიცია მის სახლში დილიდან მივიდა და კარის გაღების შესაძლებლობას არ აძლევენ.

„ფორტუნას“ ინფორმაციით, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს. უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ „საქმე ეხება დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის მასალის უკანონოდ მოპოვებას“.

მათივე ცნობით, ჩხრეკის დასრულების შემდეგ გამომძიებელი მედიასთან კომენტარს გააკეთებს. სპორტული ჟურნალისტი ამბობს, რომ ამ მიმდინარე ღონისძიებას [ჩხრეკას] მის საპროტესტო აქციებზე დგომას უკავშირებს.

„დილას შემოვიდნენ ჩხრეკაზე და შესაბამისად ახლა მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. კარებს არ მაღებინებენ. აქ არის ადვოკატი. არ ვიცი რას ეძებენ. ამოიღეს ტელეფონები, ლეპტოპები და კომპიუტერი. ჯერჯერობით მეტი არაფერი არ ვიცი. ვუკავშირებ იმას, რომ სულ აქციებზე ვარ“. – განაცხადა სანდრო ცნობილაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g