LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დილიდან მაქვს 10 ზარი მიღებული… ანუ ავიღო ავსტრალიიდან ზარი, ვუპასუხო და მივიღო გინება და შეურაცხყოფა?“ – ნინო წილოსანი ჟურნალისტებს

244
ნინო წილოსანი

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ მას უცხო ნომრებიდან ურეკავენ, თუმცა ზარებს არ პასუხობს.

წილოსანის თქმით, ზუსტად იცის, ვინ ავრცელებს მათ შესახებ პერსონალურ ინფორმაციას, უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ ამ ზარების მიზანი პანიკის დათესვაა:

„ძალადობის მუქარები განახლებული ძალებით განხორციელდა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებთან, მათ შორის პირადად ჩემთან და ჩემს მშობელთან ჩემზე მუქარით… ბავშვებს ემუქრებიან ფიზიკური ანგარიშსწორებით“ – ანა ბუჩუკური

„ტელეფონი სპეციალურად ამოვიღე, შემდეგ შემიძლია გაჩვენოთ, შეგიძლიათ მოიკვლიოთ. დილიდან მაქვს 10 ზარი მიღებული. მათ შორის ირეკება ვაიბერზე, ჩვეულებრივ ნომერზე –  შემიძლია გაჩვენოთ. ზარები ირეკება თითოეულ ჩვენგანთან. ეს არის პანიკის დათესვის  და ამ სიუჟეტის მომზადების საფუძველი. ჩემს შემთხვევაში ზუსტად ვიცით თუ ვინ ავრცელებს და ვინ ასაჯაროებს ჩვენს ტელეფონის ნომრებს, მისამართებს. ზუსტად ვიცით ვინ გვიყვირის ინტერვიუს მიცემის დროს“ – განაცხადა წილოსანმა. 

თინა ბოკუჩავა: „გუშინ ღამით მუქარის შემცველი ზარი მივიღე.. მინდა ვუთხრა ამ დაქირავებულ, მხდალ ადამიანებს, რომ არც მათი და არც მათი შეშინებული დამქირავებლის არავის ეშინია“

ჟურნალისტის კითხვის პასუხად, „რას გეუბნებიან როცა გირეკავენ წილოსანმა უპასუხა“:

„ანუ ავიღო ავსტრალიიდან ზარი, ვუპასუხო და მივიღო გინება და შეურაცხყოფა?“ – ამბობს ნინო წილოსანი.

„ზარი შევიდა ჩემ დასთან, დაემუქრნენ – „შენი და არ იქცევა სწორად და „მიაყენოს“, ან ქმარზე იფიქროს ან შვილებზეო – სრულიად უკანონოდ გაჩხრიკეს ჩემი შვილი ქუჩაში“ – დეპუტატ ქეთევან თურაზაშვილის თქმით, მისი ოჯახის წევრებზე მუქარის შემცველი ქმედებები ხორციელდება

Dio magti 5g